საჯარო სამსახურის შესახებ კანონი

კომიტეტებმა საჯარო სამსახურის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს

რუსთავი 2

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საჯარო სამსახურის შესახებ კანონპროექტს დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს.

ოპოზიციას, ომბუდსმენის აპარატსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ძირითადი შენიშვნები კანონის იმ ნაწილზე ჰქონდათ, რომლის მიხედვით საჯარო სამსახურში პირების შრომითი და ადმინისტრაციული ხელშეკრულებებით მიღება იქნება შესაძლებელი. პარლამენტში განსახილველად წარდგენილი პროექტის მიხედვით, საჯარო სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით პირებს გამარტივებული კონკურსის საფუძველზე მიიღებენ.

საჯარო სამსახურის შესახებ კანონპროექტი ცვლილებას 65 სხვადასხვა კანონში იწვევს. საკანონმდებლო პაკეტის ავტორი საჯარო სამსახურის ბიუროა. ის პარლამენტს მთავრობამ წარუდგინა

კომენტარები