საჯარო სამსახურის შესახებ კანონი

ღარიბაშვილი: ენმ-ის დროს ადამიანებს მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით აწინაურებდნენ

ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ შევქმნიდით პროფესიულ საჯარო სამსახურს და ეს იქნებოდა კარიერულ წინსვლაზე დაფუძნებული. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა, რაც ჩვენი მთავრობის პირობებში დაიწყო და მივა ბოლომდე. ეს იყო სერიოზული გამოწვევა ახალგაზრდა დემოკრატიებისთვის. თქვენ ყველას კარგად გახსოვთ, რომ წინა ხელისუფლების დროს მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით ხდებოდა ადამიანების შერჩევა და დაწინაურება, მათი დაწინაურება არ ხდებოდა პროფესიული ნიშნით, ასევე ხშირ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ადამიანების პოლიტიკური ნიშნით გაშვებას სამსახურიდან. ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ და შევქმნათ პროფესიული საჯარო სამსახური.

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კომენტარები