Stop Russia

კიევში თბილისის პარალელურად რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

კიევში თბილისის პარალელურად რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ აქცია გაიმართა. მაიდანზე შეკრებილი უკრაინელები და უკრაინაში მცხოვრები ქართველები გამოეხმაურენ კანცელარიის წინ შეკრებილი მოქალაქეების მოთხოვნებს და მხარდაჭერა გამოხატეს. დემონსტრანტებმა მაიდანზე საპროტესტო პლაკატებთან ერთად მავთულხლართები აღმართეს. აქციას დაახლოებით 200-მდე ადამიანი შეუერთდა. მათ შორის უკრაინელი აქტივისტი და დეპუტატი მუსტაფა ნაიემი. ნაიემის განცხადებით, უკრაინა ვალდებულია მხარში დაუდგეს იმ ქვეყანას და ხალხს რომელიც მას ეხმარება რეფორმების გატარებაში. 

აქციის ერთ-ერთი უკრაინელი მონაწილის თქმით, "ქართველები მხარს უჭერდნენ უკრაინელებს მაიდანის მოვლენების დროს, ისინი ომობენ უკრაინელების მხარდამხარ, და ეხმარებიან უკრაინას ფეხზე დადგომასა და რეფორმირებაში, სწორედ ამიტომ უკრაინელი მოსახელობა უცხადებს მხარდაჭერას საქართველოს, ერთიან საგარეო საფრთხესთან ბრძოლაში". 

კომენტარები