Stop Russia

მთავრობის კანცელარიასთან აქცია "Stop Russia!" წითელი ხაზის გავლებით დასრულდა

აქცია Stop Russia
ტაბულა

აქცია სახელწოდებით "Stop Russia!" მთავრობის კანცელარიასთან 20:00 საათზე, წითელი ხაზის გავლებით დასრულდა. მოქალაქეებმა რუსეთთან მთავრობის პოლიტიკის გასაპროტესტებლად შეკრება 18 საათიდან დაიწყეს. აქციას მიშა მშვილდაძე უძღვებოდა. 

პროტესტი, რომლის მთავარი ორგანიზატორიც ტაბულა იყო facebook-ის მეშვეობით დაიგეგმა. მას სამი მთავარი მოთხოვნა ჰქონდა:

"რუსეთი ჩვენი ქვეყნის დაპყრობას აგრძელებს როგორც ხისტი, ისე რბილი ძალის მეშვეობით. ახალ-ახალ ტერიტორიებს ვკარგავთ. პუტინის ევრაზიული კავშირის მხარდამჭერი რიტორიკა კი უფრო და უფრო აგრესიული ხდება. ამ დროს, ხელისუფლება გვიმტკიცებს, რომ "განსაკუთრებული არაფერი ხდება". იმისთვის, რომ მმართველ ძალას საქართველოს ხელახალი “გასაბჭოების” პროცესის განსაკუთრებული მიუღებლობა შევაგნებინოთ, შევიკრიბოთ საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან შაბათს, 18 ივლისს, 18:00 საათზე. აქციის მოთხოვნებია:

  1. შეწყვიტოს აბაშიძემ კარასინთან პირისპირ საუბარი. 
  2. ყველა მოლაპარაკება მოსკოვთან წარიმართოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მონაწილეობით.
  3. პარლამენტმა მიიღოს კანონი კოლაბორაციონიზმის წინააღმდეგ."

 


აქციის მონაწილეებს სიტყვით ტაბულას დირექტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა, რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, Forbes Georgia-ს მთავარმა რედაქტორმა, გუგა სულხანიშვილმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ნინო დანელიამ, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარემ გიორგი ტუღუშმა, ამავე ორგანიზაციის დამფუძნებელმა გიორგი მშვენიერაძემ, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ბიზნესსკოლის დეკანმა, გიგა ბედინეიშვილმა, თეოლოგმა ბექა მინდიაშვილმა, ტაბულას წამყვანებმა, ირაკლი კიკნაველიძემ და დავით კოვზირიძემ და ადვოკატმა ოთო კახიძემ მიმართეს.

კომენტარები