Stop Russia

ოკუპანტებმა სოფელ კნოლევიდან მამაკაცი მოიტაცეს

საოკუპაციო ზოლი დაბა ჩონგართან, უკრაინა
Новая Газета

დღეს, 18 ივლისს, დაახლოებით 13:00 საათისთვის, სოფელ კნოლევში 60 წლამდე მამაკაცი მის შვილთან ერთად საკუთარ ნაკვეთში მუშაობდა, ამ დროს ნაკვეთში ოკუპანტები გამოჩნდნენ და ის დააკავეს. შვილმა გაქცევა მოახერხა.

აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა, შალვა ენუქიძემ განცხადება გააკეთა. 

"მივიღეთ ინფორმაცია, რომ სოფელ კნოლევიდან უკანონოდ იქნა დაკავებული ადგილობრივი მკვიდრი, გვარად თორთლაძე, რომელიც, ცხელი ხაზის მეშვეობით ახლა დავაზუსტებთ ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. მე მინდა განგიცხადოთ, რომ ორშაბათს რა თქმა უნდა ძირითადი საკითხი იქნება შექმნილი ვითარება, მაგრამ ამ საკითხსაც აუცილებლად დავაყენებთ", - განაცხადა ენუქიძემ.

კომენტარები