Stop Russia

პატრულმა ტაბულას სატვირთო მანქანა გაიტაცა და გაჩერების საშუალებას არ აძლევს

საპატრულო პოლიციის თანამშრომლები
Wikimedia Commons

ამ წუთებში პატრულის თანამშრომლები არ აძლევენ იმ სატვირთო მანქანის გაჩერების საშუალებას, რომელიც დღეს დაგეგმილი Stop Russia აქციისთვის სასცენო მასალითაა დატვირთული. სატვირთო მანქანა კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიიდან პატრულის თანამშრომლების მოთხოვნით გაიყვანეს. სატვირთო მანქანის გაყვანისას დააკავეს ტაბულას გენერალური პროდიუსერი ლექსო მაჭავარიანი. პოლიციელები არ ხსნიდნენ, რის საფუძველზე ითხოვდნენ მანქანის გაყვანას. ტაბულას ჯგუფმა მანქანა ბოლოს გლდანის რაიონში შეამჩნია - სატვირთო მანქანი ს კაბინაში პოლიციის თანამშრომელი ზის, ხოლო წინ პატრულის ერთი ეკიპაჟი მიჰყვება.

18 ივლისს კანცელარიასთან დაგეგმილი აქცია STOP RUSSIA-ს ორგანიზატორებს პოლიცია სცენის დადგმის საშუალებას დილიდან არ აძლევენ და ნებართვას სთხოვენ, რასაც საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ვერ ასახელებენ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს. 

კომენტარები