დონალდ ტუსკი საქართველოში

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი საქართველოს 20 ივლისს ეწვევა

wiwo.de
საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი საქართველოს ორდღიანი ვიზიტით 20 ივლისს ეწვევა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დონალდ ტუსკი და გიორგი მარგველაშვილი პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან, რის შემდეგაც ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
 
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს, ასევე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებს შეხვდება. დონალდ ტუსკი საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. ვიზიტის მეორე დღეს საქართველოსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები, პრეზიდენტის სასახლეში, ევროკავშირის მისიის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს სამშვიდობო კონტინგენტს სიტყვით მიმართავენ.
 
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში 21 ივლისს დასრულდება.
 

როგორც ცნობილია, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში 14-16 ივლისს იყო დაგეგმილი და საბერძნეთის კრიზისის გამო გადაიდო.

 

კომენტარები