დონალდ ტუსკი საქართველოში

ტუსკი: პრობლემების მიუხედავად, ძალიან კარგი და იმედისმომცემი მომავალი აქვს საქართველოს

ბატონო თავმჯდომარევ, დიდი მადლობა ძალიან საინტერესო შეხვედრისთვის. როგორც მოგეხსენებათ, ბათუმში ვიზიტი აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილისადმიმიძღვნილ კონფერენციაზე ჩემი მისასალმებელი გამოსვლით დავიწყე. შემდეგ შედგა ჩემი შეხვედრები ქალბატონ პრეზიდენტთან, ბატონ პრემიერმინისტრთან, ოპოზიციის ლიდერებთან და ახლა მმართველი პარტიის ლიდერს ვხვდები. დიდი მადლობა, ბატონო ბიძინა! ძალიან საინტერესო და შთაგონების მომცემი შეხვედრაა. დღეს თქვენთან, თქვენს ოპონენტებთან, მთავრობასთან და ქალბატონ პრეზიდენტთან შეხვედრების შემდეგ ვგრძნობ, რომ ძალიან კარგი და იმედისმომცემი მომავალი აქვს საქართველოს, არსებული პრობლემების მიუხედავად. ძალიან ღია და გახსნილი კომენტარები გავაკეთეთ მიმდინარე მოვლენების შესახებ. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ერის გაერთიანებული ძალისხმევის პირობებში, სანამ შეგიძლიათ ერთად მოქმედება აზრთა განსხვავებულობის მიუხედავად, პოლიტიკური დებატების პირობებში და ვიდრე ოპტიმისტურად იქნებით განწყობილნი, ასეც იქნება. მადლობას გიხდით ამ შეხვედრისთვის. თავს განსაკუთრებულად და გამორჩეულად ვგრძნობ. მადლობას ვუხდი ქართველ ხალხს და საქართველოს. ვფიქრობ, საქართველოში ყველაფერი შესანიშნავადაა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. ტუსკის ეს ციტატა ქართულმა ოცნებამ გაავრცელა.

კომენტარები