დონალდ ტუსკი საქართველოში

ზურაბიშვილი: ბუნებრივია, რომ საქართველოს ახლა ქალი პრეზიდენტი ჰყავს

მოგესალმებით, არა როგორც პრო-ევროპული, არამედ ამაყი ევროპელი ერის პრეზიდენტი. ქვეყანა, რომლის კულტურა და ცივილიზაცია მკაფიოდ ევროპულია: მედეას სამშობლო უძველეს მითოლოგიაში; ღვინის აკვანი; ქრისტიანი ერი ახ. წ. მე-4 საუკუნიდან. ქვეყანა, რომელმაც დასაბამი მისცა ქალთა უფლებებს ახ. წ. მე-12 საუკუნეში ქალი მეფის მმართველობით და 1918 წლის პირველ საპარლამენტო არჩევნებში ქალებისათვის ხმის მიცემის უფლების მინიჭებით. ბუნებრივია, რომ ქვეყანას ახლა ქალი პრეზიდენტი ჰყავს.

ჩვენი ღირებულებები, კულტურა და ისტორია ევროპულია. ჩვენი პოლიტიკა ევროპულია: ჩვენი მოსახლეობის 80% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანს. ეს მხარდაჭერა ურყევია ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში, ცვლილებებისა და ევროსკეპტიციზმის გარეშე. ევროპაში გავრცელებულ ახლანდელ კონტექსტში, საქართველო გახდა ერთგვარი გამონაკლისი, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და ენთუზიასტი ქომაგი. მათი შიდა განსხვავებულობით, და ესეთი არსებობს, ყველა მთავარი პოლიტიკური პარტია იზიარებს და მხარს უჭერს ევროპულ ინტეგრაციას. ეს მტკიცე სწრაფვა გამოიხატა ჩვენს ახალ კონსტიტუციაში, რომელიც გასულ წელს მივიღეთ

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბათუმის მე-16 კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები