გორის დილა ჩემპიონთა ლიგაზე 2015

გორის დილა ბელგრადის პარტიზანთან 0:1 დამარცხდა

wikipedia.org

საქართველოს ჩემპიონი გორის დილა, უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში სტუმრად, ბელგრადის პარტიზანთან მინიმალური სხვაობით დამარცხდა.

მატჩში სრულ უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, თუმცა გორელები თავს კარგად იცავდნენ და გოლი მხოლოდ 83-ე წუთზე გაუშვეს.

პარტიზანის ფეხბურთელებმა შევჩენკოს კართან რამდენიმე სახიფათო ეპიზოდი შექმნეს, დილას კი გოლის გატანის შანსი შეხვედრის პირველ ნახევარში ჰქონდა, როდესაც მეტოქის საჯარიმოში ორი მცველის გარემოცვაში მყოფმა მარცვალაძემ დარტყმა ვერ მოახერხა.

82-ე წუთზე, მსაჯმა მოედნიდან ფალავანდიშვილი გააძევა და შევჩენკოს კართან სახიფათო ჯარიმა დანიშნა. ბაბოვიჩმა სტანდარტული ზუსტად შეასრულა და როგორც შემდგომში გაირკვა, შეხვედრაში ერთადერთი გოლი გაიტანა.

დაპირისპირების საპასუხო შეხვედრაში, რომელიც 21 ივლისს გაიმართება, მასპინძელი უკვე გორის დილა იქნება.

კომენტარები