მცოცავი ოკუპაცია

პაატა ზაქარეიშვილი ბანერების დემონტაჟზე: ეს არის რუსულ პროვოკაციაზე წამოგება

ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნებისმიერი ნაბიჯი კარგად აწონილ-დაწონილი უნდა იყოს, რომ საფრთხეში არ ჩაიგდონ თავიც და იქ, ადგილზე მცხოვრები მოსახლეობაც. ბანერის ამოღება, თავისთავად, ომის მოგება არ არის. ამ ახალგაზრდებმა, შესაძლოა, ეს ემოციურად და გულწრფელად გააკეთეს, მაგრამ ეს მაინც არის რუსულ პროვოკაციაზე წამოგება და რუსული პოლიტიკის ხელშეწყობა. ანუ სწორედ ეს - პროვოკაციაზე წამოგება სურდა რუსეთს, რათა მისთვის სასურველი რეაგირება მოახდინოს, ეს კი სიტუაციის ესკალაციის და სამხედრო მოქმედებების საფრთხეს შეიცავს.

განუცხადა სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა საინფორმაციო სააგენტო პირველს.

კომენტარები