კარასინი-აბაშიძის ფორმატი

ბოკერია: აუცილებელია კარასინი-აბაშიძის საზიანო და მავნებლური ფორმატის გაუქმება

რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანაა, რომ თავიდან ავიცილოთ რუსეთის ფედერაციასთან ნებისმიერი დამატებითი სახიფათო გამწვავება. ამ ამოცანისთვის უნდა გამოიყენონ ყველა დიპლომატიური ინსტრუმენტი - მათ შორის, საუბარი ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ მტერ რუსეთის ფედერაციასთან. მაგრამ ფაქტია, რომ ე.წ. კარასინი-აბაშიძის ფორმატი სწორედ ამ ამოცანისთვის არის საზიანო, საზიანოა ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის. იმიტომ, რომ ამ ფორმატის გამოყენება მოხდა ცრუ პროგრესის შთაბეჭდილების შესაქმნელად, აბსოლუტურად ცრუ გზავნილის გასატანად საერთაშორისო ასპარეზზე და ქვეყნის შიგნითაც, თითქოს პრობლემა მოგვარების გზაზე დგას. სინამდვილეში კი მდგომარეობა არის ძალიან სახიფათო და ის ყოველდღე უარესდება, როგორც ვნახეთ. სწორედ ამიტომ, აუცილებელია ამ საზიანო და მავნებლური ფორმატის გაუქმება, როგორც დიპლომატიური ნაბიჯის გადადგმა, დიპლომატიური ინიციატივის ხელში აღება, სრული ფოკუსირება ჟენევის ფორმატსა და ყველა სხვა ინსტრუმენტის გამოყენება ქვეყნის გარეთ და შიგნით, რათა პოლიტიკური ფასი დაუჯდეს რუსეთის ფედერაციას ის ნაბიჯები, რომლებსაც დგამს და აღარ გაგრძელდეს ის ვითარება, როცა აბსოლუტურად უმტკივნეულოდ, ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენს სუვერენიტეტს დამატებით საფრთხეს უქმნიან. ასე მართლა შეიძლება, მივიდეთ სახიფათო ზღვრამდე. ამიტომ ვიმეორებ - პირველი ნაბიჯი უნდა იყოს ამ ფორმატის გაუქმება

 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერია კარასინი-აბაშიძის ფორმატზე. შეგახსენებთ, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები 10 ივლისს გადმოსწიეს. საოკუპაციო ხაზს მიღმა მოექცა ბაქო-სუფსის მილსადენის დაახლოებით 1600-მეტრიანი მონაკვეთი, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის მიწები.

კომენტარები