კარასინი-აბაშიძის ფორმატი

აბაშიძე: რომელ ნაწილში ვერ გაამართლა ამ ფორმატმა?

რომელ ნაწილში ვერ გაამართლა ამ ფორმატმა - სატრანსპორტო კომუნიკაციები არ აღდგა, რუსულ ბაზარზე ექსპორტი არ აღდგა, საგზაო ტრასნსპორტის გადაზიდვების პრობლემა ვერ მოგვარდა, თუ ჰუმანიტარულ საკითხებს ვერ ვაგვარებთ? მხედველობაში მაქვს ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ჯაშუშობის ბრალდებით იხდიან სასჯელს. რატომ აქვთ ასეთი განცდა, რომ ეს ფორმატი ვერაფერს ვერ აგვარებს. რაც ამ ფორმატს ევალება, რაც ჩემი მანდატია, ვაკეთებთ იმას. რაც შეეხება იმ თემას, რაც გორის რაიონში ხდება. ეს იქნება ის საკითხი, რომელსაც ჩვენ მთელი სიმწვავით წამოვწევთ წინ და ამაზე გვექნება ძალიან მწვავე საუბარი. ვერ ავუვლით ამას გვერდს.

ამბობს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე პრაღაში, გრიგორი კარასინთან შეხვედრაზე გამგზავრებამდე. შეხვედრა ხვალ გაიმართება.

კომენტარები