ცხინვალი ევროპა ლიგაზე 2015

საფეხბურთო კლუბი ცხინვალი ევროპა ლიგას გამოეთიშა

http://fcspartak.ge/

თბილისისა და ბათუმის დინამოების მსგავსად, ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში დამარცხდა ცხინვალიც.

ერთი კვირის წინ რუმინეთში, ბოტოშანთან ნათამაშები ფრის (1:1) შემდეგ, კახა კაჭარავას გუნდმა თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე 1:3 წააგო.

რუმინელებმა ანგარიში მალევე, შეხვედრის მე-6 წუთზე გახსნეს, 37-ე წუთზე კი პირველ მატჩში გოლის გამტანი ნიკა კაჭარავა მსაჯმა მოედნიდან გააძევა.

რიცხობრივ უმცირესობაშ დარჩენილმა ცხინვალელებმა მეორე გოლი 59-ე წუთზე გაუშვეს, რასაც ექვს წუთში კილასონიას მიერ ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანი დარტყმა მოჰყვა. 68-ე წუთზე ბოტოშანმა კიდევ ერთხელ და როგორც შემდგომში აღმოჩნდა, შეხვედრის ბოლო გოლი გაიტანა და შედეგად, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზეც სწორედ რუმინული გუნდი გავიდა.

 

კომენტარები