ეკონომიკური კრიზისი საბერძნეთში

საბერძნეთის პრემიერმინისტრი საერთაშორისო კრედიტორებთან დათმობაზე მიდის

left.gr

საბერძნეთის პრემიერმინისტრი ალექსის ციპრასი საერთაშორისო კრედიტორებთან დათმობაზე მიდის. 

"ციპრასმა კრედიტორებს წერილით მიმართა და მზადაა, მათი მოთხოვნების უდიდესი ნაწილი შეასრულოს. საბერძნეთის მინისტრმა ორი, უმნიშვნელო ცვლილების შეტანა მოითხოვა", - წერს Financial Times.

ევროზონის ფინანსთა მინისტრები დღეს ამ საკითხზე საგანგებო შეხვედრას გამართავენ.

შეგახსენებთ, რომ ალექსის ციპრასმა დეფოლტის თავიდან ასაცილებლად ევროზონის ერთ-ერთი ფინანსური ინსტიტუტისგან, კერძოდ კი ევროპის სტაბილურობის მექანიზმისგან (ESM) გუშინ დამატებით €1.6 მილიარდის მოცულობის ვალი მოითხოვა, რაზეც უარი მიიღო.

ევროკავშირის ფინანსთა მინისტრების განცხადებით, სანამ საბერძნეთი ნაკისრს ვალდებულებებს არ შეასრულებს, ისინი ათენს აღარ დაეხმარებიან.

საბერძნეთს თავისი კრედიტორების მიმართ €317 მილიარდი ევროს მოცულობის ვალი აქვს. ქვეყანა არსებული გრაფიკის მიხედვით ვალის გადახდას 2054 წელს დაასრულებს.

 

კომენტარები