თელასის განცხადებით, კომპანიამ გაითვალისწინა საზოგადოების მაღალი ინტერესი უეფას სუპერთასის საფეხბურთო მატჩზე დასასწრები ბილეთების შესყიდვასთან დაკავშირებით და დღევანდელი სარემონტო სამუშაოები გადადო.
"აქედან გამომდინარე, ელექტროენერგიის მიწოდება დღეს თბილისის არცერთ რაიონს არ შეეზღუდება", - აცხადებს თელასი.
ცნობისთვის, გეგმიური სამუშაოების გამო, ელექტრომომარაგება დღეს დილის ათი საათიდან დროებით უნდა შეზღუდულიყო ნაძალადევის, ისნის, სამგორის, ჩუღურეთის, გლდანის, კრწანისის, მთაწმინდის, დიდუბისა და საბურთალოს რაიონებში.





