ჟენევის მოლაპარაკებები

ჟენევის მოლაპარაკებების 32-ე რაუნდი 1 ივლისს გაიმართება

ტაბულა

1 ივლისს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების რიგით 32-ე რაუნდი გაიმართება. საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა უხელმძღვანელებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მოლაპარაკებებზე ქართული მხარე განიხილავს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგით გათვალისწინებულ ყველა საკითხს. მისივე თქმით, ქართული მხარე განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს ოკუპირებულ რეგიონებთან რუსეთის ფედერაციის მიერ დადებულ ე.წ. ხელშეკრულებებს. ასევე, მეორე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, შეხვედრის ქართველი მონაწილეები დააყენებენ იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხს. 

 

კომენტარები