სექსუალური უმცირესობები

პატრიარქი: ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება დიდი შეცდომაა

მედიიდან და პრესიდან ვიცით, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო გადაწყვეტილება, ყველა შტატში იყოს დაშვებული ერთსქესიანთა ქორწინება. ეს დიდი შეცდომაა და ამას ამბობენ თვითონ ამერიკელები, სასულიერო პირები. ამას ვადასტურებთ ჩვენც და ვამბობთ, რომ ეს არის დიდი შეცდომა.

საქართველოს პატრიარქი ილია მეორე აშშ-ს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ. ["ერთსქესიან" ქორწინებაში სავარაუდოდ იგულისხმება ერთი და იმავე სქესის მქონე პირთა ქორწინება, რადგან ადამიანს, ჰეტეროსექსუალსაც და ჰომოსექსუალსაც, ერთი სქესი აქვს. კამათი შესაძლებელია ჰერამფროდიტების შემთხვევაში, რომელთაც ორივე სქესისთვის დამახასიათებელი ნიშნები აქვთ].

კომენტარები