ე.წ. კაბელების საქმე

ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ შეწყდა

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმის ბრალდებულების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. შესაბამისი შუამდგომლობა დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ დააყენა, თუმცა, მოსამართლე დავით ჯუღელის გადაწყვეტილებით, საქმის არსებითი განხილვა 10 ივლისიდან დაიწყება.

ცნობისთვის, ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული, თავდაცვის სამინისტროს ხუთივე მაღალჩინოსანი ორი კვირის წინ პირადი თავდებობით გაათავისუფლეს. შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა და ბრალდებულებისთვის 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა. პროკურატურამ შუამდგომლობის მიზეზად, წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადის ამოწურვა დაასახელა.

 

კომენტარები