საბერძნეთის მთავრობა ქვეყნის ეროვნულ ბანკს დაუპირისპირდა

სირიზას ლიდერი ალექს ციპრასი მხარდამჭერებს მიმართავს. ათენი
AFP

საბერძნეთის მთავრობა ქვეყნის ეროვნულ ბანკს დაუპირისპირდა.

საბერძნეთის მმართველი პარტია ქვეყნის ცენტრალურ ბანკს მაშინ დაუპირისპირდა, როდესაც გასულ კვირას საბერძნეთის ცენტრალური ბანკის ანგარიშის წარდგენაზე, სადაც საუბარი კრედიტორებთან შეთანხმების მიღწევას შეეხებოდა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარემ არ მიიღო.

საბერძნეთის კრედიტორები ევროპის ცენტრალური ბანკი (ECB) და საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) საბერძნეთისთვის 317 მილიარდი ევროს მოცულობის ვალის რესტრუქტურიზაციაზე თანახმა არიან, თუ კი ქვეყანა ბიუჯეტის ხარჯებს შეამცირებს, შეკვეცავს სოციალურ ხარჯებს და ექნება პროფიციტული ბიუჯეტი. თუმცა ამ პირობებზე საბერძნეთის მმართველი მემარცხენე პარტია სირიზა თანახმა არ არის. ქვეყნის ფინანსთა მინისტრის იანის ვაროუფაკისის თქმით ქვეყანამ ოდიოზური ვალები არ უნდა გადაიხადოს.

მმართველ პარტია სირიზასა და ქვეყნის ცენტრალურ ბანკს შორის დაპირისპირება ქვეყნის მთავრობის შტოებს შორის დაბალანსებული ურთიერთობის აუცილებლობას საფრთხეს უქმნის.

საბერძნეთის დღევანდელი ცენტრალური ბანკის მმართველი იანის სტოურნარასი ამ პოზიციაზე იქამდე დაინიშნა, სანამ ხელისუფლებაში მემარცხენე სირიზა მოვიდოდა.

The Wall Street Journal-ის ცნობით ივნისში საბერძნეთსა და მის საერთაშორისო კრედიტორებს შორის "ცივი ომი" დაიწყო. საბერძნეთმა თანხის უქონლობის მიზეზით 6 ივნისს სავალუტო ფონდის €300 მილიონიანი ვალი არ გადაიხადა. ივნისის ბოლოს საბერძნეთმა €1.5 მილიარდის მოცულობის ვალი უნდა გადაიხადოს, თუმცა ფინანსთა მინისტრის თქმით ქვეყანას ამ დროისთვის შესაძლოა ფული არ აღმოაჩნდეს. ქვეყანა უკვე აღიარებს, რომ ივნისის ბოლოს სავარაუდოდ დეფოლტს განიცდის.

Fitch-ის ანგარიშის მიხედვით საბერძნეთში დეფოლტის გაზრდილი რისკია. Fitch-ი ანგარიშში საბერძნეთის მთავრობის ფისკალურ პოლიტიკას გაურკვეველს უწოდებს. ანგარიშში საუბარი ბერძნული ბანკების ფინანსური ლიკვიდობის პრობლემებსაც შეეხება.

კომენტარები