ე.წ. კაბელების საქმე

ივანიშვილი კაბელების საქმეზე: ალასანიას რა უხარია, მე ვერ გავიგე

რაც შეეხება იმას, რომ დღეს [ირაკლი ალასანიას] უთქვამს, ივანიშვილი დამარცხდაო, მე გავეცანი, მატარებელში გავეცანი, რაც მოხდა და წავიკითხე, გადმომიგდეს სმს-ით, მანდ მოხდა ძალიან მარტივი თემა. თუ თქვენ გაიგეთ კარგად ჟურნალისტებმა, პროკურატურამ განაცხადა, რომ ძიების პროცესი დაასრულა და არ თვლის საჭიროდ პატიმრობაში ყოფნას. სასამართლო პროცესი ძირითადი დაიწყება და სასამართლო გადაწყვეტს და მე მივესალმები პროკურატურის გადაწყვეტილებას, ოღონდაც, ალასანიას რა უხარია ახლა, მე ვერ გავიგე და რა შუაშია, რა გაიმარჯვა და სად გაიმარჯვა.

 

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ე.წ. კაბელების საქმეზე. ცნობისთვის, პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება ითხოვა. ირაკლი ალასანიამ ეს ივანიშვილის დამარცხებად შეაფასა.

კომენტარები