ე.წ. კაბელების საქმე

ივანიშვილი: ალასანიაც ჩადგა ნაციონალების რიგში

ალასანიამ რამდენჯერმე თქვა, რომ ეს პატიმრები [ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულები] არიან ივანიშვილის პირადი პატიმრები, რომ შეურაცხყოფაც მაფიოზური და ა.შ. აბა, ნახეთ პარალელი რა მარტივია. უგულავა - პირადი პატიმარი ივანიშვილის, მერაბიშვილი - პირადი პატიმარი ივანიშვილის, ამას აცხადებდნენ ის, ვინც კანონს არღვევს და მასთან აქვს შეხება. ალასანიაც ჩადგა ნაციონალების რიგში. ამის წინ მკითხეს, რომ ბოკერიასთან ერთიანდებაო და მე ეგ არ ვიცი, მაგრამ იდეოლოგიით უკვე ერთიანია მათთან, აბსოლუტურად უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებს და თუ სააკაშვილმა წლები მოანდომა, ვთქვათ, ნათელაშვილის დონეზე დასვლას, ალასანიას თვეები არ დასჭირვებია.

 

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი თავისუფალი დემოკრატების ლიდერ ირაკლი ალასანიაზე.

კომენტარები