სტენლის თასი

ჩიკაგომ ტამპა-ბეი დაამარცხა და სტენლის თასი ისტორიაში მეექვსედ მოიპოვა

ჩიკაგოს იუნაიტედ ცენტრის სტადიონზე, NHL-ის ფინალური სერიის მეექვსე მატჩი გაიმართა. ჩიკაგო ბლექჰოქსი აღნიშნულ შეხვედრამდე ტამპა-ბეი ლაინინგთან ურთიერთშეხვედრებში უპირატესობას ფლობდა და მოწინააღმდეგეს საერთო ანგარიშით - 3:2 ამარცხებდა.

მეექვსე მატჩში, ბლექჰოქსმა 2:0 გაიმარჯვა - შაიბა ჯერ დანკატ კიტმა გაიტანა, შემდეგ კი პატრიკ კეინმა.

ამრიგად, ჩიკაგომ სერიაში 4:2 ანგარიშით გაიმარჯვა და ისტორიაში მეექვსედ მოიპოვა სტენლის თასი. აქამდე, გუნდი NHL-ის ტრიუმფატორი 1933-34, 1937-38, 1960-61, 2009-10, და 2012-13 წლის სეზონებში გახდა.

კომენტარები