NATO-რუსეთი

ლატვიაში რუსეთის ორი მოქალაქე ჯაშუშობისა და ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს

LETA / delfi.lv

ლატვიაში რუსეთის ორ მოქალაქეს, რომლებიც ტერორიზმისა და ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, რიგის ვიდზემის რაიონის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ოფიციალური ვერსიით, 10 ივნისს მათ შეაღწიეს ადაჟის სამხედრო ბაზაზე, სადაც NATO-ს სამხედრო მანევრები Saber Strike-2015 მიმდინარეობს. დაკავებულები რუსეთის ნაციონალ-ბოლშებვიკური პარტიის წევრები აღმოჩნდნენ, მათ თან სააგიტაციო მასალა და რუსული სიმბოლიკა ჰქონდათ.

NATO-ს მანევრების Saber Strike-2015 აქტიური ფაზა ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში 19 ივნისამდე გაგრძელდება.

კომენტარები