რეკლამა

Citibank-მა საქართველოს ბანკი დააჯილდოვა

Citibank–მა საქართველოს ბანკს საერთაშორისო გადარიცხვების ავტომატური რეჟიმის (Straight Through Processing (STP)) საუკეთესო ხარისხისთვის - STP Award 2014 გადასცა. STP ნიშნავს საერთაშორისო გადარიცხვებისთვის საჭირო ინფორმაციის შეგროვებასა და კორექტულად შევსებას, ისე რომ არ ხდება მათი ხელით დამუშავება.

"ხსენებული ჯილდოს მიღება არის საქართველოს ბანკის მომსახურების მაღალი ხარისხის აღიარება და ბანკის მომხმარებლის სწრაფად და ეფექტურად მომსახურებაზე მიუთითებს" - აცხადებს საქართველოს ბანკი.

Citi-ი წამყვანი გლობალური ბანკია, რომელიც ემსახურება დაახლოებით 200 მილიონ კლიენტთა ანგარიშს და ოპერირებს 160–ზე მეტ ქვეყანასა და იურისდიქციაში. Citi აწვდის მომხმარებლებს, კორპორაციებს, მთავრობებსა და ინსტიტუტებს, ფინანსური პროდუქტებისა და სერვისების ფართო სპექტრს, მათ შორის სამომხმარებლო საბანკო მომსახურებასა და დაკრედიტებას, კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას, საბროკერო მომსახურებას, ტრანზაქციებსა და დაგროვილი ქონების მართვას.

კომენტარები