სპეციალური ანტიკორუფციული კომისია

ენმ-ის სპეციალური ანტიკორუფციული კომისია მუშაობას ვანში იწყებს

primetimenews.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სპეციალური ანტიკორუფციული კომისია მუშაობას ვანში იწყებს. ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის მოადგილის პაატა ლეჟავას განცხადებით, კომისია შეისწავლის კორუფციისა და ნეპოტიზმის სავარაუდო ფაქტებს, რაც საქართველოს მოქალაქეებს აღარიბებს. მისივე თქმით, ვანში არაერთი პროექტი დარღვევით მიმდინარეობს.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზურაბ ტყემალაძემ გააკეთა. მისი თქმით, ანტიკორუფციული კომისიის მუშაობა მხოლოდ ხმაურსა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პიარს ემსახურება. 

კომენტარები