ადეიშვილი პროკურატურაზე

ადეიშვილი: პროკურატურა პოლიტიკური ზეგავლენისგან ვერ გათავისუფლდა

პროკურატურა აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილად დარჩა, ის პოლიტიკური ზეგავლენისგან ვერ გათავისუფლდა - ამის შესახებ იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, ზურაბ ადეიშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში გადაცემა არჩევანში ისაუბრა.

ადეიშვილის თქმით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა რესურსების არასწორი გადანაწილება იყო. მისი თქმით, სასამართლო ხელისუფლების რეფორმირებისთვის უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექციათ.

"სამწუხაროდ, პროკურატურა კვლავ დარჩა აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილად, ის ვერ გათავისუფლდა პოლიტიკური ზეგავლენებისაგან. დღეს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების ძალიან ბევრი ფაქტი არსებობს. ჩვენს დროს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი შეცდომა იყო ისიც, რომ უფრო მეტი რესურსები იხარჯებოდა სამართალდამცავი ორგანოების რეფორმაზე. სერიოზული რეფორმები ჩატარდა პროკურატურაში, პოლიციაში, მაგრამ ამდენი რესურსი არ დახარჯულა სასამართლო ხელისუფლებაში რეფორმების ჩატარების მიმართულებით, რაც შეცდომა იყო", - განაცხადა ადეიშვილმა.

კომენტარები