სასამართლო სისტემა

ხიდაშელი: ვიცნობ რა ივანიშვილს, მოსამართლეებთან ასეთი შეხვედრა შეუძლებელია

მე ვფიქრობ, მოსამართლეებმა გააკეთეს ამაზე განცხადება თავად, მე არაფერი ამის შესახებ არ ვიცი და უფრო მეტიც, ვიცნობ რა ბიძინა ივანიშვილს, ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი ტიპის შეხვედრა შეუძლებელია. ჩემთვის ბატონი მუსერიძის განცხადება არგუმენტი არ არის თავისთავად, გამომდინარე იმ წარსულიდან, რომლითაც ის საქართველოს სასამართლო სისტემაში გამოირჩეოდა, განსაკუთრებით, სანდრო გირგვლიანის საქმეზე, მაგრამ ზუსტად ამიტომაც შემიძლია გითხრათ, რომ აბსოლუტურად გამოვრიცხავ რაიმე მსგავსი ტიპის შეხვედრას. მაგრამ ამის მეტი მე არაფრის თქმა არ შემიძლია, ბუნებრივია, იმიტომ, რომ არც ის ვიცი, ალასანაის ინფორმაცია რას ეყრდნობა და არც ის ვიცი, თუ რამე მსგავსი ყოფილა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, მე ჩემი პირადი დამოკიდებულების და ვიცნობ რა ბიძინა ივანიშვილს-დან გამომდინარე, მინდა გითხრათ, რომ შეუძლებელია.

განაცხადა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა თავისუფალი დემოკრატების ლიდერის ირაკლი ალასანიას ბრალდებაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი საიდუმლო შეხვედრაზე მოსამართლეებს გაურიგდა.

კომენტარები