სასამართლო ხელისუფლება

ბოკერია: კერძო და სამოქალაქო დავებში ფულის ფაქტორი დაბრუნდა

სამწუხაროდ, ხაზს ვუსვამ, სამწუხაროდ, ჩვენი პროგნოზები, რაც არსებობდა ნინო გვენეტაძესთან დაკავშირებით, ჯერ-ჯერობით მართლდება. ადამიანი, რომელიც მოდის იმ სისტემიდან, იმ წრიდან, რომლის დროსაც ეს კონტრაქტი, რომ იქ [სასამართლოში] ყოფილიყო კორუფცია და ამავე დროს ხელისუფლების პოლიტიკური, მნიშვნელოვანი დაკვეთები შესრულებულიყო, აი ეს ბალანსი, ძალიან საზიანო ქვეყნისა და საზოგადოებისთვის, ეკონომიკისთვის, ახლა ხდება ამის აღდგენა, არის ამის ნიშნები, რასაც ვხედავთ. ანუ ის, რომ კორუფცია დაბრუნდა, რაზეც სასამართლოს უმაღლესი თანამდებობის პირები ლაპარაკობენ, რაზეც ინფორმაცია გავრცელებულია, ერთ-ერთმა დიპლომატმა საჯაროდაც თქვა ინტერვიუში და ისედაც, ბიზნესწრეებში ეს ინფორმაცია აქვს ყველას, იმიტომ, რომ ეს ხომ ვერ დაიმალება, ყველა სწავლობს იმას, რომ დაბრუნდა კერძო დავებში და სამოქალაქო დავებში ფულის ფაქტორი. ეს არის კონტრაქტი, ხელისუფლება, ამ შემთხვევაში ივანიშვილი ამ თამაშის წესს სთავაზობს სასამართლოს, რომ მიგიშვებთ, როგორც ეს ადრე იყო - ყველა მოსამართლეს ეს არ ეხება, მაგრამ სერიოზული ცდუნებაა, - ხოლო როცა ჩვენ დაგვჭირდება, როცა მე დამჭირდება, ამ შემთხვევაში ივანიშვილს, იმ მნიშვნელოვან საკითხებზე იმ ვერდიქტს გამოიტანთ რაც ჩვენ გვჭირდება. ქალბატონი გვენეტაძის მიერ ეს სკანდალური ინიციატივაც ინსპექტორების შესახებ, სახელიც ძალიან კარგი არის, აი ამ ხაზის გაგრძელებაა. ახლა იმაზეც საუბრობენ, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი თურმე ძალიან ცუდია და უნდა გააუქმონ, ხომ შეაჩერეს ამ ინსტიტუტის გაფართოება, სადაც ჩვენც მძიმე შეცდომა გვქონდა, რომ სწრაფად არ დავნერგეთ

განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა გიგა ბოკერიამ, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანში სტუმრობისას

კომენტარები