მიწისძვრა მალაიზიაში

მალაიზიაში მიწისძვრამ სულ მცირე 11 ადამიანი იმსხვერპლა

AP

მალაიზიის უმაღლეს მწვერვალ კინაბალუსთან, ბორნეოს კუნძულზე 6.0 სიმძლავრის მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რამაც მეწყერი გამოიწვია. ამ დროის მონაცემებით, დაღუპულია 11 ადამიანი, 8 - დაკარგულია.

მალაიზიური მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის არიან სინგაპურელებიც. ადგილზე მუშაობენ მთამსვლელები და სამაშველო სამსახურები.

კომენტარები