ლაშა მახარაძის მკვლელობა

შოთაძე: ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტთან დაკავშირებთ კითხვები არსებობს

ჩვენ, საქართველოს პროკურატურა ძალიან იმედგაცრუებულები ვართ ამ სასამართლო პროცესის შედეგებით. სამწუხაროდ, დაგვაკლდა გამამტყუნებელი განაჩენისთვის ერთი ნაფიცი მსაჯულის ხმა, რასაც ჩვენ ნამდვილად არ მოველოდით იქიდან გამომდინარე, რა მტკიცებულებებიც არსებობს საქმეში... თუმცა ასეთია დღესდღეობით კანონი, კონკრეტულ მუხლებზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს ნაფიცი მსაჯულების სასამართლოს. შესაბამისად, ასეთი შემთხვევაში საქმის ბედი არის დამოკიდებული ნაფიცი მსაჯულების, საქართველოს ჩვეულებრივი მოქალაქეების, არა პროფესიონალი იურისტების გადაწყვეტილებაზე. შესაბამისად, აქ პროკურატურა უძლურია... ჩემთვის, როგორც პროფესიონალი იურისტისთვის, ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს ამ ინსტიტუტთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ასეთ სისხლის სამართლის საქმეებზე, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის საქმეებზე გადაწყვტილება უნდა მიიღოს პროფესიონალმა მოსამართლემ. უნდა არსებობდეს შემდგომ გასაჩივრების შესაძლებლობა... ვფიქრობ, ქართულ საზოგადოებაში, იურისტების მონაწილეობით, მთავრობის, პარლამენტარების მონაწილეობით, უნდა მოხდეს გახილვა, თუნდაც დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, რამდენად ერგება ეს ინსტიტუტი ქართულ რეალობას.

საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძე ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესის შესახებ.

კომენტარები