ივანიშვილი სააკაშვილზე

ივანიშვილი: სააკაშვილი შეიძლება, ნათელაშვილის ნაცვლად ეტალონად გამოვიყენოთ

ჩემი ქონება ჩემს ქვეყანას ეკუთვნის, მე რამდენჯერმე განვაცხადე, რომ ჩემი ხარჯების მინიმუმ 90%-ს საერთო საზოგადოებისთვის ვეწევი. სააკაშვილის განცხადებები იმდენად არასერიოზულია - თითქოს ქართუ ბანკში გადავიდა მთელი სახელმწიფო ანგარიშები; დაახლოებით იმდენივე ფული ვიშოვე პრივატიზაციიდან - გამეორებაც მემგონი, სასაცილოა. საერთოდ მოწყვეტილია რეალობას ეს კაცი. რასაც უნდა, იმას ამბობს. პოლიტიკოსი, რომელიც ასე არ უფრთხილდება საკუთარ გამონათქვამს და ასე საუბრობს - ნათელაშვილის ტოლფასი გახდა სააკაშვილი და ის შეიძლება, ნათელაშვილის ნაცვლად, ეტალონად გამოვიყენოთ მომავალში უპასუხისმგებლო და აბსოლუტურად უარგუმენტო განცხადებებისთვის.

ექსპრემიერი და საზოგადოება 2030-ის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილზე.

კომენტარები