სამაშველო სამსახური

შსს: პოლონელი ტურისტები თეთნულდიდან უვნებლად ჩამოვიყვანეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა პოლონეთის სამი მოქალაქე მწვერვალ თეთნულდიდან უვნებლად ჩამოიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გუშინ დილით 10 საათისთვის შემოვიდა შეტყობინება მწვერვალ თეთნულდზე დარჩენილი სამი ტურისტის შესახებ. მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების გამო, 4 ათას 200 მეტრზე მყოფი მთამსვლელები ბარში ჩამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ. 

სამაშველო ოპერაციის შედეგად მაშველებმა შეძლეს ტურისტების მყინვარწვერიდან უვნებლად ჩამოყვანა.

სამაშველო ღონისძიებაში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

კომენტარები