სამაშველო სამსახური

ხაშურში ხელოვნურად დაგუბებულ წყალში ორი 12 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

ხაშურში, სოფელ ახალსოფლის მიმდებარედ, ხელოვნურად დაგუბებულ წყალში, ორი 12 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს. ცხედრები წყლიდან მაშველებმა ამოიყვანეს. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შეტყობინება მას შემდეგ შევიდა, როდესაც მოქალაქემ, საგუბართან ველოსიპედები და ტანსაცმელი შენიშნა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

კომენტარები