FIFA

FIFA-ს პრეზიდენტის არჩევნებზე მეორე ტური დაინიშნა

ზეფ ბლატერი/ალი ბინ ალ ჰუსეინი
PA

FIFA-ს პრეზიდენტის არჩევნებზე პირველი კენჭისყრის შედეგად ორგანიზაციის მოქმედმა პრეზიდენტმა 133 ხმა მიღო, მისმა მეტოქემ, იორდანიის პრინცმა ალი ბინ ალ ჰუსეინმა - 73. რადგან ვერცერთმა კანდიდატმა ხმების ორი მესამედი ვერ მიიღო, არჩვენების მეორე ტური დაინიშნა.

FIFA-ს 209 დელეგატმა დღეს, კორუფციული სკანდალის ფონზე, ორგანიზაციის პრეზიდენტი უნდა აირჩიოს. მოქმედი პრეზიდეტი ზეფ ბლატერმა თავისი კანდიდატურა ამ არჩევნებზე უკვე მეხუთედ წარადგინა იმის მიუხედავად, რომ აშშ-ის მოთხოვნით, შვეიცარიელმა სამართალდამცველებმა ორგანიზაციის შვიდი მაღალჩინოსანი დააკავეს. ბლატერი კორუფციასთან რაიმე კავშირს უარყოფს და აცხადებს, რომ ფიფაში წესრიგის დამყარებას თავად აპირებს.

უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ ბლატერს გადადგომა მოსთხოვა და განაცხადა, რომ ევროპის ქვეყნების წარმომადგენლები ხმას ალი ჰუსეინს მისცემენ. მისი თქმით, FIFA-ში ცვლილებების ერთადერთი საშუალება მისი პრეზიდენტის შეცვლაა.

შეერთებული შტატების პროკურატურამ გამოძალვის, მექრთამეობის და თანხების ლეგალიზაციის ბრალდება FIFA-ს 14 მაღალჩინოსანს წაუყენა. პარალელურად, შვეიცარია რუსეთისთვის 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლების მინიჭებისას შესაძლო კორუფციულ გარიგებას იძიებს. ფიფას სკანდალმა რუსეთის პრეზიდენტი აღაშფოთა, რომელმაც შეერთებული შტატები ფიფას საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა.

კომენტარები