NATO-რუსეთი

რუსეთი NATO-ს ანტისარაკეტო სისტემის განვითარებაზე საპასუხო ზომებით იმუქრება

bbc.com

რუსეთი იძულებული იქნება, საპასუხო ზომები მიიღოს NATO-ს ანტისარაკეტო სისტემის განვითარებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანატოლი ანტონოვმა განაცხადა.

რუსეთი ევროპის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემასთან ნორვეგიის შეერთებამ აღაშფოთა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე წლის ნოემბერში ნორვეგიის საზღვაო ძალების ფრეგატი შეუერთდება საერთაშორის საზღვაო მანევრებს, რომლებშიც საზღვაო სივრცის ანტისარაკეტო დაცვის ფორუმის წევრი ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას. მანევრების ამოცანა სწორედ ერთობლივი ანტისარაკეტო თავდაცვის უნარების გაუმჯობესება იქნება.

"ეს იმაზე მეტყველებს, რომ წვრთნებზე რუსული ბალისტიკური რაკეტების გადაჭერის დამუშავება არის დაგეგმილი", - მიიჩნევს რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე.

კომენტარები