თბილისის მერია

აღმაშენებლის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა ორი კვირით შეიზღუდება

თბილისის მერია

თბილისის მერიის ცნობით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, ჩუღურეთის რაიონში, ჭოროხის ქუჩიდან ზაარბრუკენის მოედნამდე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა 2 კვირით, დღის 10 სთ-დან საღამოს 6 საათამდე შეიზღუდება. შეზღუდვა არ შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს.

თბილისის მერია შეზღუდვის მიზეზად დავით აღმაშენებლის გამზირზე საფეხმავლო გზისა და ბორდიურების შეკეთებას ასახელებს.

"2 500 კვ. მეტრის ფართობის საფეხმავლო გზისა და ბორდიურების შეკეთებას შპს „დრო“ აწარმოებს. პროექტის ღირებულება 60 000 ლარს შეადგენს. ჩუღურეთის რაიონში, 2015 წლის საბიუჯეტო ასიგნებებით, გზებისა და შიდა ეზოების მოასფალტებისთვის 2 მილიონი ლარია გათვალისწინებული", - აცხადებს მერია.

კომენტარები