გატაცებები საოკუპაციო ხაზთან

გომელაური: წლებია საქართველოში ადამიანების გატაცება პერიოდულად ხდება

ვახტანგ გომელაური
ტაბულა

წლებია საქართველოში ადამიანების გატაცება ხდება, - ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ გრემისხევიდან გია სოლაშვილის გატაცების ფაქტზე კომენტირებისას განაცხადა.

"ეს პრობლემა არ დამდგარა არც დღეს და არც გუშინ, ყველას კარგად მოგვეხსენება, უკვე წლებია ხდება პერიოდულად ადამიანების გატაცება. ახლა მუშაობენ, ჩვენი ანალიტიკური სამსახურია ჩართული, არა მარტო ჩვენი სამინისტრო, დღესაც გაიმართა ერგნეთში მოლაპარაკებები და იმედია, გადმოგვცემენ ჩვენს მოქალაქეებს და დააბრუნებენ სახლებში", - განაცხადა გომელაურმა.

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ გრემისხევიდან გუშინ კიდევ ერთი ადამიანი, 42 წლის გია სოლაშვილი გაიტაცეს. ამის მიზეზი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთა გახდა. ის, სავარაუდოდ, ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი. გია სოლაშვილი ბოლო ერთი თვის განმავლობაში გატაცებული მე-5 ადამიანია.

კომენტარები