რიგის სამიტის დეკლარაცია

სამიტის დეკლარაცია: ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაცია წარმატებით დაიწყო

armenianow.com

სამიტის მონაწილეები მიესალმებიან ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის წარმატებულ სტარტს, - ამის შესახებ რიგის სამიტის დეკლარაციაში წერია.

დეკლარაციაში პოზიტიურად აფასებენ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების(DCFTA) ხელმოწერის შემდეგ გაზრდილ ვაჭრობას.

დეკლარაციაში წერია, რომ ევროკავშირი მხარს უჭერდა და განაგრძობს მხარდაჭერას პროგრამების განვითარებისთვის, მათ შორის, ინსტიტუციონალური გაძლიერებისა და სახელმწიფო მართვის რეფორმების კუთხით, რათა გააძლიეროს სამივე პარტნიორი ქვეყნის პოტენციალი ღრმა რეფორმებისაკენ სვლისკენ, რომელიც არსებითია იმისთვის, რომ მხარეებმა DCFTA-ისგან მაქსიმალური სარგებელი მიიღონ.

დეკლარაციაში წერია, რომ ევროკავშირის მასტიმულირებელი მიდგომა, მეტი მეტისთვის, ახეირებს იმ ქვეყნებს, რომელიც უფრო მეტად იქნებიან რეფორმებისთვის მოწადინებულნი.

დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ ევროკავშირი ფინანსური დახმარებას თითოეულ პარტნიორს იმ შემთხვევაში გაუწევს, თუ რეფორმებზე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის პირობებს მიიღებს.

 

კომენტარები