კრიმინალი

ქურდობის მცდელობისთვის კასპში სამი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს საქართველოს მელიორაციასთან თანამშრომლობით, 1961 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი რევაზ კ, 1982 წელს დაბადებული იოსებ ხ. და 1958 წელს დაბადებული გოდერძი ო. ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ცნობით, ბრალდებულები კასპის რაიონის სოფელ მეტეხში, აშურიანის მინდვრების მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს მელიორაციის კუთვნილ 700 მეტრი სიგრძის სარწყავ მილებს იპარავდნენ.

"ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე პოლიციელები შემთხვევის ადგილზე მივიდნენ. სამართალდამცველების გამოჩენისთანავე ბრალდებულები მიიმალნენ. ისინი რამდენიმე წუთში კასპში დააკავეს", - აცხადებს შსს და აღნიშნავს, რომ გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

კომენტარები