იდეას ვეთანხმები, ახლა დამოკიდებულია იმაზე, რა და როგორ წერია. თუ კოლეგები არაპოპულისტური, არამედ საქმიანი წინადადებებით შემოდიან, პარლამენტი სერიოზულად განიხილავს. თქვენ გახსოვთ, თინათინ ხიდაშელის ინიციატივა იყო პრემიებთან დაკავშირებით თავის დროზე და ეს ინიციატივა რომ მიგვეღო, ბევრ უსიამოვნებას ავცდებოდით. ამიტომ სანახავია, ჩვენ არ გვინახავს ჯერ კანონპროექტი, ვნახავთ და მოგახსენებთ. წინასწარი განწყობა ასეთი გვაქვს, რომ თუ კარგადაა დაწერილი, მხარდაჭერა შეიძლება. ზოგადად იდეის დონეზე ვარ მომხრე, რომ ადამიანს მივცეთ ხელფასი, სახელფასო სარგო და დანამატი, როგორც წესია... და არ იყოს პრემიები და თუ საჭიროა, გაიზარდოს ხელფასი, ოღონდ პრემიები არ იყოს. პრემიები საქართველოში, როგორც ჩანს, ვერ წესრიგდება ისე, როგორც საჭიროა. ჩვენ, პარლამენტმა, პრემიებზე უარი ვთქვით, ანუ მივეცით მაგალითი. სასაცილო იქნებოდა ახლა გვეთქვა, რომ ჩვენ არ გვეკუთნის და სხვებს ეკუთვნით. ამიტომ გააჩნია კანონპროექტს, იდეა სწორია.
tbl.ge/wic
დაკოპირდა
განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის ინიციტივაზე, რომ მაღალი თანამდებობის პირებზე პრემიების გაცემა შეიზღუდოს.
ამავე თემაზე
- IDFI: 2013 წლის 10 თვეში, შსს-ს თანამდებობის პირებმა თითქმის 7 მლნ-ის პრემია მიიღეს
- წულუკიანი: არ მინდა პრემია, რომელიც გამოიწვევს კითხვებს, ისე ვიმუშავებ
- პრემიების შეზღუდვაზე ზაქარია ქუცნაშვილის პროექტი პარლამენტმა ჩააგდო
- ვოლსკი: აბსოლუტურად გაუმართლებელ, წარმოუდგენელი თანხის პრემიებს იღებენ
- ენმ: მელიორაციის დეპარტამენტში ექვს თვეში ნახევარ მლნ-ზე მეტი პრემია გაიცა