მაღალი პრემიები

დანელია: მინისტრები პრაქტიკულად ოჯახში არ ვართ და ეს შესაბამისად უნდა დაფასდეს

მე არ ვიცი, კონკრეტულად რა იგულისხმეს, სამწუხაროდ, არ ვიცნობ ამ განცხადებას, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თანამდებობის პირებს ჰქონდეთ ის მინიმალური სტანდარტები, რაც აუცილებელია. მოგეხსენებათ, რომ მე ყველა ჩემი კოლეგა მინისტრები, პრაქტიკულად, ჩათვალეთ, რომ ოჯახში არავინ არ არის და ყველა არის სამსახურში და ეს მნიშვნელოვანია, რომ დაფასდეს შესაბამისად. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ დაბალანსებული შუალედი უნდა იყოს მოძებნილი.

განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის ინიციატივაზე, რომ მაღალი თანამდებობის პირებს პრემიების აღება შეეზღუდოთ.

კომენტარები