რეკლამა

ფუდპანდამ Goldman Sachs-ის მხარდაჭერით 100 მლნ დოლარის დაფინანსება მოიპოვა

მაისის დასაწყისში ფუდპანდამ არსებული და ახალი ინვესტორების, ასევე Goldman Sachs-ის მხარდაჭერით 100 მილიონი ამერიკული დოლარის მოცულობის დაფინანსება მიიღო. ინვესტორებს შორისაა, მთავარი პარტნიორი Rocket Internet-ი. მნიშვნელოვანია, რომ დაფინანსების დასასრულს Goldman Sachs Investment Partners-ი ფუდპანდას მრჩეველთა საბჭოს შეუერთდება.

ფუდპანდა უახლესი ინვესტიციების განხორციელებას  40 პარტნიორი ქვეყნის მასშტაბით მომსახურების, კერძოდ, მიტანის ოპერაციებისა და სამომხმარებლო სერვისების  გაუმჯობესების ხელშეწყობაში გეგმავს.  

„მოხარულები ვართ Goldman Sachs Investment Partners-ის მხარდაჭერით, რადგან მას ონლაინ ბაზრებზე ოპერირების საკმაოდ დიდი გამოცდილება გააჩნია და ჩვენი ინვესტორების ჯგუფთან ერთად 3 მილიარდზე მეტ მომხმარებელზე გასვლით, გავხდებით ლიდერი კომპანია საკვების მიმტანის სერვისში მზარდ ბაზრებზე. აღნიშნული  ბაზრები უდიდეს შესაძლებლობას ქმნიან ონლაინ საკვების მიტანის სერვისის განვითარებისთვის და ჩვენ მზად ვართ ამ ტიპის საუკეთესო და ყველაზე კომფორტული გზის შესაქმნელად.“ - განაცხადა ფუდპანდა ჯგუფის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა რალფ უენცელიმ.

“ფუდპანდას ზრდის ტემპმა და მაღალი კვალიფიქაციის მართვის გუნდმა ჩვენში დიდი ინტერესი შექმნა. გვჯერა, რომ ფუდპანდას უზომო პოტენციალი გააჩნია, დაიმკვიდროს ლიდერი პოზიცია მზარდ ბაზრებზე. კომპანიის ინოვაციური გადაწყვეტილებები და არსებული ღირებულებები ამის შესაძლებლობას იძლევა.“ - აღნიშნა Goldman Sachs Investment Partners-ის წარმომადგენელმა იან ფრიდმენმა.

საკვების ონლაინ შეკვეთის საერთაშორისო კომპანია ფუდპანდა მომხმარებელს საუკეთესო სერვისს სთავაზობს და მსოფლიო ბაზარზე ლიდერობისკენ ისწრაფვის. აღნიშნული მიზნის მისაღწევად,  2012 წლიდან მოყოლებული, ფუდპანდამ (www.foodpanda.ge ) 310 მილიონ დოლარზე მეტი დაფინანსების მოპოვება შეძლო, რამაც ხელი შეუწყო მსოფლიო ბაზარზრე მის ლიდერობას.

ძირითადი კონკურენტების შესყიდვის შემდეგ, ინდოეთში, მექსიკაში, რუსეთში, ბრაზილიაში, ევროპაში, შუა აღმოსავლეთსა და აზიაში, კომპანია ტექნოლოგიებისა და პროდუქტის განვითარების ხელშეწყობას კიდევ უფრო აძლიერებს.

კომენტარები