გატაცებები საოკუპაციო ხაზთან

რუსი სამხედროების მიერ გატაცებული ორი ახალგაზრდა გაათავისუფლეს

timer.ge

სოფელ აძვიდან რუსი სამხედროები მიერ გატაცებული ორი მოზარდი გათავისუფლებულია. ისინი ერგნეთს საგუშაგოდან გორის სამხარეო პოლიციის შენობაში გადაყვანეს და დაკითხეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ახალგაზრდების გათავისუფლება უპირობოდ მოხდა.

15 წლის ლაშა ქანაშვილი და 18 წლის ლევან კოკორიანი გორის რაიონის სოფელ აძვში, საოკუპაციო ზოლთან დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს. მოლაპარაკებას მათ გასათავისუფლებლად შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტი და შიდა ქართლის სამხარეო პოლიცია აწარმოებდნენ.

კომენტარები