უკრაინა

რამდენიმე უკრაინელი დეპუტატი კვიტაშვილის გადადგომას ითხოვს

online.tsu.edu.ge

უკრაინის უმაღლესი რადას რამდენიმე წევრი ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, ალექსანდრე კვიტაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას მოითხოვს. უკრაინის რადაში შესაბამისი დადგენილების პროექტი დარეგისტრირდა. პროექტის ინიციატორი უმაღლესი რადას შვიდი დეპუტატია.

უკრაინსკაია პრავდას ცნობით, რადას დღევანდელ სხდომაზე დეპუტატმა ოქსანა კორჩინსკაიამ კვიტაშვილი იმაში დაადანაშაულა, რომ მისი მიზეზით დაშავებული სამხედროების საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაგზავნა ვერ ხერხდება. კვიტაშვილმა ბრალდებები უარყო.

ალექსანდრე კვიტაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2014 წლის დეკემბერში მიიღო და უკრაინის ჯანდაცვის მინისტრად დაინიშნა.

დღეს უმაღლეს რადაში მთავრობის კიდევ ერთი წევრის - აგრარული პოლიტიკისა და სურსათს მინისტრის ალექსეი პავლენკოს გადაყენების შესახებ დადგენილება დარეგისტრირდა.

 

კომენტარები