ისრაელი

ისრაელის ქნესეთმა ახალი მთავრობა დაამტკიცა

ისრაელის პრემიერმინისტრი ბინიამინ ნეთანიაჰუ

რიგგარეშე არჩევნების შედეგად არჩეულმა ისრაელის ქნესეთმა ბინიამინ ნეთანიაჰუს ახალი კოალიციური მთავრობა დაამტკიცა. მთავრობას მხარი კოალიციის წევრი პარტიების წარმომადგენელმა 61-მა დეპუტატმა დაუჭირა, რაც მის დასამტკიცებლად აუცილებელი ხმების მინიმალური რაოდენობაა. ოპოზიციამ ხმა წინააღმდეგ მისცა. 

ახალ მმართველ კოალიციაში ნეთანიაჰუს ლიკუდის პარტიის გარდა, ორთოდოქსი ებრაელების ინტერესების გამომხატველი იაადუთ ა თორა და შასი, ასევე ცენტრისტული პარტიები კულანუ და ბაიტ იეგუდი შევიდნენ. ამ პარტიების წარმომადგენლებმა ახალ მთავრობაში მინისტრების პოსტები მიიღეს. 

კომენტარები