ლარის გაუფასურება

ხადური: გაცვლით კურსზე ზეგავლენას ახდენს ფსიქოლოგიური ფაქტორებიც

პრობლემა, რომელიც არის და არის ჩვენი ეროვნული ვალუტის გაუფასურება, არის სერიოზული პრობლემა, რომელიც გამოწვეულია გარე შოკებით. საქართველოს მთავრობამ არაერთხელ განაცხადა, რომ აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რათა უახლოეს პერიოდში მოხდეს დასტაბილურება და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ არათუ დასტაბილურდება, არამედ, კურსმა უკან უნდა დაიწიოს იმისდა მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. ასევე მინდა ვთქვა, რომ გარდა ეკონომიკური ფაქტორებისა, გაცვლით კურსზე ზეგავლენას ახდენს ფსიქოლოგიური ფაქტორებიც და ამიტომ მინდა, ვთხოვო იმ ადამიანებს, ვისაც პრეტენზია აქვთ, რომ შეუძლიათ ყველაფერზე კომენტარი გააკეთონ, რომ მათი კომენტარი იყოს უფრო არგუმენტირებული.

განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

კომენტარები