NDI-ის კვლევა

NDI: 55% საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობას დადებითად აფასებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი(NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს თემაზე "საზოგადოების განწყობა საქართველოში" აქვეყნებს.

გამოკითხულთა 55% საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობას დადებითად აფასებს, უარყოფითად - 2%.

საქართველოს ჯარის მუშაობას კარგად აფასებს 50%, ცუდად - 3%.

იუსტიციის სახლების მუშაობა მოსწონს 37%-ს, არ მოსწონს - 11%-ს. სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობას 15% კარგად აფასებს, ცუდად - 9%.

სასამართლოების საქმიანობას დადებითად აფასებს 14%, უარყოფითად -12%. 

მთავარი პროკურატურის საქმიანობა მოსწონს 11%-ს, 12%-ს არ მოსწონს.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 27 მარტი - 19 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4360 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.

კომენტარები