NDI-ის კვლევა

NDI: ფინანსთა სამინისტროს საქმიანობას კარგად 6% აფასებს, ცუდად - 38%

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი(NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს თემაზე "საზოგადოების განწყობა საქართველოში" აქვეყნებს.

ეკონომიკის სამინისტროს საქმიანობას დადებითად აფასებს 9%, უარყოფითად - 22%, ხოლო ფინანსთა სამინისტროს საქმიანობას კარგად აფასებს 6%, ცუდად - 38%.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობას კარგად აფასებს - 9%, ცუდად - 15%. შსს-ს მუშაობას დადებითად 11% აფასებს, უარყოფითად - 16%.

ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობას კარგად აფასებს 43%, ცუდად - 9%. იუსტიციის სამინისტროს საქმიანობას კარგად - 26%, უარყოფითად - 11%.

განათლების სამინისტროს საქმიანობას დადებითად აფასებს 21%, უარყოფითად - 13%. თავდაცვის სამინისტროს საქმიანობას კარგად აფასებს 14%, უარყოფითად - 11%.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმიანობას დადებითად აფასებს 16%, ხოლო უარყოფითად - 15%.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 27 მარტი - 19 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4360 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.

კომენტარები