გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულად გია სალუქვაძე დაინიშნა. სალუქვაძე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შესახებ ფილმების რეგიონებში ჩვენების ორგანიზატორი იყო. მაშინ წამებისა და ცხედრების კადრები ბაშვებსაც აჩვენეს.
გია სალუქვაძის გუბერნატორად დანიშვნის ბრძანება საქართველოს პრემიერმინისტრმა უკვე გამოსცა. ირაკლი ღარიბაშვილი დღეს შეხვდა სალუქვაძეს და წარმატებები უსურვა.
ნაციონალური მოძრაობის წევრების განცხადებით, სალუქვაძის დანიშვნა ადასტურებს იმას, რომ ფილმის ჩვენების ორგანიზატორი რეალურად ხელისუფლება იყო. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე კი ამბობს, რომ სალუქვაძის დანიშვნა პრემიერმა ჩათვალა საჭიროდ, ნაციონალური მოძრაობის შესახებ ფილმი კი არც უნდა გადაეღოთ და არც ეჩვენებინათ.
ცნობისთვის, გია სალუქვაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან პოლიტპატიმრის სტატუსით არის გათავისუფლებული.





